ვენესუელა – გუაიდო მადუროს ამნისტიას დაპირდა

ვენესუელა - გუაიდო მადუროს ამნისტიას დაპირდავენესუელას გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ქვეყნის ე.წ. პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ამნისტიას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში თუ ის საკუთარი ნებით უარს იტყვის ხელისუფლებაზე. ამის შესახებ ხუან გუაიდომ ტელეარხ Univision-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამგვარი რამ გარდამავალ პერიოდში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია არაფრის გამორიცხვა. ამნისტია გარანტირებული იქნება ყველასთვის, ვინც კანონის მხარეს დადგება და ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენას“, – განაცხადა ვენესუელას გარდამავალმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.