ვერაზე მამაკაცს მანქანაში ესროლეს – მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და გაიქცა

ვერაზე მამაკაცს მანქანაში ესროლეს - მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და გაიქცამელიქიშვილის გამზირთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო.

როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველმა აცნობა, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.

მანქანაში მყოფმა მამაკაცმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო დაგორებული ავტომობილი მელიქიშვილის გამზირზე პარკინგზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა.

ავტომობილს სამ-სამი ნატყვიარი აღენიშნება და ჩამსხვრეულია უკანა შუშა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი და ავტომობილის მძღოლი ორივე გაიქცა.