ზაზა ოქუაშვილი – “ეკა ბესელიას საერთოდ არ ვიცნობ… გია აბაშიძის ბრალდება საფუძველსაა მოკლებული”

ზაზა ოქუაშვილი - "ეკა ბესელიას საერთოდ არ ვიცნობ... გია აბაშიძის ბრალდება საფუძველსაა მოკლებული"კომპანია ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის  დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“გია აბაშიძის მიერ ფეისბუქით გავრცელებული ბრალდება ეკა ბესელიასა და ომეგას შორის არამართებული გარიგების შესახებ საფუძველსმოკლებული და მცდარია. მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ქალბატონ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან.

ამგვარი ბრალდებები არის არასერიოზული და აშკარად ემსახურება არაჯანსაღ მიზნებს“,- ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიამ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან ომეგას საქმესთან დაკავშირებით მოგვარების სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

გია აბაშიძე პოსტში წერდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა.

მარშალპრესი