”300 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს” – რა მოხდა თბილისში გაზის გაჟონვით დაღუპული ძმების დაკრძალვაზე

”300 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს” - რა მოხდა თბილისში გაზის გაჟონვით დაღუპული ძმების დაკრძალვაზეთბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმები ვახო და ჯონი ყაზიშვილები სოფელ ბერბუკში დაკრძალეს. ძმები ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად.

“გასვენება იყო, ყველა წასულები ვიყავით, ჯერ ეკლესიაში იყო დასვენებული და მერე დაკრძალეს. სახლში მოსულებმა შენიშნეს, რომ 300 ლარი აღარ იყო. ჩანთიდან ამოაცალეს. როგორც გავიგეთ 5.000 ლარი იმ კომპანიის ხელმძღვანელს გადმოურიცხია ოჯახებისთვის, ვისთანაც მუშაობდნენ. ალბათ ეგონა ქურდს, რომ სახლში ჰქონდათ ფული და მაგიტომ შევიდა. თუმცა, ბანკიდან აღებულიც არ ჰქონიათ.

ბიჭების დედა განადგურებულია, ფულს კი არ ჩივის, იმას ტირის ვინ იკადრა ეს. სახლშიც კი არ არის, ძმიშვილის დაკრძალვაზე წავიდა სხვა სოფელში. ისიც მის შვილებთან ერთად დაიღუპა”-ამბობს ყაზიშვილების მეზობელი.