5 გასროლა და 2 დაჭრილი თამარაშვილზე – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

5 გასროლა და 2 დაჭრილი თამარაშვილზე - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეათბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაჭრილები კერძო მანქანით გადაიყვანეს. რაც შეეხება გამოძიებას, “ნიუპოსტს” სშ სამინისტროში განუცხადეს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.