61-ე საჯარო სკოლაში პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული

61-ე საჯარო სკოლაში პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებულითბილისის 61-ე საჯარო სკოლაში პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული. შელაპარაკება ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა.

როგორც “რუსთავი2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან.

სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.