”ახლა ბაქოში ვარ, კომენტარებს მერე გავაკეთებ” – ზვიად კვაჭანტირაძემ ”ქართული ოცნება” დატოვა

”ახლა ბაქოში ვარ, კომენტარებს მერე გავაკეთებ” - ზვიად კვაჭანტირაძემ ”ქართული ოცნება” დატოვადეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ზვიად კვაჭანტირაძის მიმართვა უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია და ბიუროს უახლოეს სხდომაზე ეცნობება.

მისივე თქმით, ამის თანმდევი პროცესი იქნება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რადგან ის პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წარდგენით აირჩია.

„უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის მიზეზებზე თავად ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს. ამის მიზეზი არის ის ანტიკონსტიტუციური კანონი, რასაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადამამუკა მდინარაძემ.

თავად ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. რამდენიმე წუთის წინ მან ფეისბუქში ასეთი განცხადება გააკეთა:

”მეგობრებო, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში ვარ ვიზიტით აზერბაიჯანში, ამიტომ არ ვთვლი აუცილებლად დღეს და ხვალ ბაქოდან კიდევ უფრო მეტად პირადად ჩემი უმრავლესობიდან და ქართული ოცნებიდან წასვლის თემაზე კომენტარების გაკეთებას.
რაც შეეხება ვიზიტს. რამდენიმეჯერ ვყოფილვარ საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ვიზიტით საზღვარგარეთ. ქალბატონ სალომესთან ერთად კი პირველად. დღევანდელი შეხვედრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან , პრემიერ მინისტრთან და მეჯლისის თავმჯდომარესთან იყო უბრწყინვალესად წარმართული ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტით ახალი ფურცელი იშლება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ახლო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებში.”