ანა დოლიძე: “ზოგიერთმა მოსამართლემ დააღვია ეთიკის კოდექსი, ეს იგივეა, რაც მღვდელი დისკოთეკაზე”

ანა დოლიძე: “ზოგიერთმა მოსამართლემ დააღვია ეთიკის კოდექსი, ეს იგივეა, რაც მღვდელი დისკოთეკაზე”იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა – დიმიტრი გვრიტიშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრის, ლეგიტიმაციის საკითხი დააყენეს.

ანა დოლიძე მათ საპასუხოდ აცხადებს:

„სიმართლე გითხრათ, წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც ოჯახის წევრები და საკუთარი კლანიც კი არ „ულაიქებს“. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე.თუ ვინმე ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა სიამოვნებით გამოვეხმაურები. ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე. ეს დაუშვებელია და მისახედია ის სრული აღრევა, რაც სასამართლო სივრციდან ხდება, როდესაც მოსამართლეები მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დისკუსიებში. დანარჩენ რეაქციებს მათი ქმედებები ნამდვილად არ იმსახურებს“

მეტრონომე.გე