ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავესანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება,  დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” ( ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა. ავ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ.

გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს.

სამართალდამცავებმა, ადგილზე ვიდეოკამერები შეამოწმეს, სადაც დაფიქსირებული იყო ავტომობილი, რომლითაც ბელექიდან ანტალიაში გადაადგილდნენ ქართველი ფეხბურთელები და სწორედ ავტომანქანის ნომრის იდენტიფიცირების შემდეგ შეძლეს ეჭვმიტანილების დაკავება. კამერის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ქართველი სპორტსმენები სავაჭრო ცენტრში 17 საათსა და 45 წუთზე შევიდნენ.

ხუთივე ფეხბურთელი – გიორგი ბ. კახა კ. პაპუნა მ.  დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აიყვანეს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.