აფეთქება კაიროს ვაგზალზე – 7 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ცენტრალური რკინიგზის სადგურში, ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, მატარებელი დეპოდან დიდი სიჩქარით გამოვიდა და პლატფორმას შეეჯახა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა და ხანძარი სადგურის ერთ-ერთ შენობაზე გადავიდა.

როგორც ტელეარხი Sky News Arabia იუწყება, მომხდარის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

იპნ