ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებს იწყებს.
როგორც “ნიუპოსტს” დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირი 2 წელია ზიარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
ამასთან, მამალაძეები ამბობენ, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთლობის მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება.
“2 წელია, რაც დეკანოზე სასჯელს იხდის, საპატრიარქოში არსებული გარკვეული ჯგუფისა და ხელისუფლების დახმარების წყალობით. მისი მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება. ორი წელია ზიარებას ითხოვს. ის სასულიერო პირია და მას წმიდა ზიარების მიღება სჭრდება. არ გვინდა, რომ მამა გიორგი მიცვალებული გამოვიყვანოთ ციხიდან”- აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულად ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე სტრასბურგშია გადაგზავნილი.

