ავარიის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის ჯარისკაცის მეოთხეკლასელი ძმა მარტო დარჩა

ავარიის შედეგად გარდაცვლილი 18 წლის ჯარისკაცის მეოთხეკლასელი ძმა მარტო დარჩაგორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის: 18 წლის თორნიკე გიგუაშვილის,  17 წლის დათო ცოტნიაშვილის და 20 წლის გიორგი მერებაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი 18 წლის ჯარისკაცი თორნიკე გიგუაშვილი იყო. თორნიკეს მამამ დაახლოებით ორი წლის წინ თავი ჩამოიხრჩო. დედა კი მეუღლესთან გაშორების შემდეგ სამუშაოდ თურქეთში წავიდა.

გარდაცვლილ თორნიკე გიგუაშვილის მეოთხეკლასელ ძმას ახლა მარტო ცხოვრება მოუწევს.

გუშინ, გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქიწნისთან, “ოპელის” მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 და 23 წლის ორი მამაკაცი, მესამე 18 წლის ახალგაზრდა კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ,,გორმედის” ქსელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა მედიკოსებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. სამივე გარდაცვლილი სოფელ ტყვიავიდან არიან. 18 წლის გარდაცვლილი სკოლის მოსწავლე იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა გულისხმობს , რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე.

პრაიმტაიმი