ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცეს

ბანგლადეშში დაკა-დუბაის რეისის თვითმფრინავი გაიტაცესუცნობმა პირებმა ბანგლადეშის ავიახაზების „Biman Bangladesh Airlines“ -ის კუთვნილი თვითმფრინავი გაიტაცეს. საინფორმაციო პორტალ „Bdnews24“-ისინფორმაციით, ფაქტი ბანგლადეშის ქალაქ ჩატოგრამის აეროპორტში მოხდა.

პორტალის ცნობით, თვითმფრინავი დაკადან დუბაის მიმართულებით რეისს ასრულებს, რომელმაც შუალედური დაშვება სწორედ ჩატოგრამის აეროპორტში განახორციელა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სწორედ მაშინ გაიტაცეს, როდესაც აღნიშნულ აეროპორტში დაეშვა.

მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან.

იპნ