ბათუმის ბულვარში 30 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ბათუმის ბულვარში 30 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩოგუშინ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, რესტორან “სანრემოს“ ქვეშ 30-წლამდე ასაკის ახალგაზრდამ სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას ჩამომხრჩვალი ბიჭი დახვდათ.

“პრაიმტაიმთან” მომხდარს ადასტურებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი