ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავესბელგიის პოლიციამ 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ანტვერპენში ბანკი BNP Paribas Fortis-ის გაძარცვა ედება.

აღნიშნული ბანკის ძარცვა გასულ კვირას მოხდა.

მძარცველებმა ბანკის საცავებში შესაღწევად ბანკის მოპირდაპირე შენობიდან ორი მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 30 პერსონალური სეიფი გატეხეს. სავარაუდოდ, აღნიშნულ სეიფებში ბანკის კლიენტებს ბრილიანტები და ოქროულობა ჰქონდათ შენახული.

ინტერპრესნიუსი