კარიმ ბენზემამ აიაქსის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მისთვის ეს გოლი მე-60 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში. ბენზემა რეალის ისტორიაში საუკეთესო ბამბარდირია ამ ტურნირზე კრიშტიანო რონალდოს და რაულის შემდეგ და ფრანგ ფეხბურთელს კიდევ ექნება დრო რომ თავისი შედეგი გააუმჯობესოს.
აიაქსთან რეალმა სტუმრად მოიგო 2:1 და მადრიდულ გუნდს მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ბენზემას გარდა რეალის რიგებში თავი მარკო ასენსიომ გამოიჩინა.