დანი ალვეში შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდეს

დანი ალვეში შესაძლოა მანჩესტერ სიტიში გადავიდესპსჟ-ს ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში სეზონის ბოლოს სავარაუდოდ გუნდს დატოვებს, რადგან მას კონტრაქტი ეწურება. ალვეშმა ფლამენგოს უარი უთხრა და როგორც ჩანს მას ბრაზილიაში დაბრუნება ჯერჯერობით არ სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანჩესტერ სიტი მზად არის ალვეში დაიმატოს და მომავალ სეზონში ბრაზილიელი ვეტერანი შესაძლოა ინგლისში ვიხილოთ. ეს ვარიანტი საკმაოდ რეალურია, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში ალვეშმა განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაში მისი ოცნებაა.