“დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი “- გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველებს შეხვდნენ

"დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი "- გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რუსთაველებს შეხვდნენ„თავისუფლება დავით კირკიტაძეს“ – ამ სლოგანით გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრები დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ.

მათი თქმით, კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია მისი დაკავება ანგარიშწორებას უკავშირდება.

“დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. „ქართულმა ოცნებამ“ დათოს არ აპატია ის, რომ ის არის ჩვენი პარტიის გამორჩეული ლიდერი. „ქართულმა ოცნებამ“ დავით კირკიტაძეს არ აპატია ის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში ორივე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი” – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.