ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა

ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრაჩელსის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულში ის ჩელსიდან წასვლას არ გამორიცხავს. აზარის თქმით ის საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს:

”ჩელსი ძალიან მიყვარს და აქ კარიერის დიდი ნაწილი გავატარე. ზუსტად არ ვიცი დავრჩები თუ არა აქ და გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა”–განაცხადა აზარმა.

ედენ აზარის ყიდვა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურს და სწორედ ამ გუნდს უკავშირებენ ბელგიელ ნახევარმცველს.