ერნესტო ვალვერდე: ”ყველაფერი მადრიდში გადაწყდება”

ერნესტო ვალვერდე: ”ყველაფერი მადრიდში გადაწყდება”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რეალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება და რეალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ვალვერდეს აზრით მისმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია:

”რეალმა სწრაფი გოლი გაგვიტანა და ამან ჩვენი მდგომარეობა გაართულა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ყველაფერი მადრიდში გადაწყდება”–განაცხადა ვალვერდემ. ბარსელონაში შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი კი 27 თებერვალს გაიმართება.