გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს, ბრალი დაუმძიმდა

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს, ბრალი დაუმძიმდასანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედას, ლელა ქსოვრელს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბრალი დაუმძიმდა.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ლელა ქსოვრელის ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ. მისი თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარესაც ჩაბარდა.

ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით რასრულწლოვნის მიმართ), 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა და ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 111.381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ).

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა”- აცხადებენ პროკურატურაში.

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 22 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, 22 იანვარსვე დააკავეს ბავშვის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 7 მარტს დაინიშნა.

”ბავშვი ღამით დააძინა, დილით გარდაცვლილი დახვდა, სასწრაფო გამოიძახა” – ლელა ქსოვრელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს