„გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო“ – თამარ ჩუგოშვილი

„გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო“ - თამარ ჩუგოშვილივიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება გასაგებია და ის საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალია.

„გედის გადაწყვეტილება გასაგებია იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში ხედავდით, რომ გუნდის შიგნით დაპირისპირება იყო,“ – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

გედევან ფოფხაძემ დღეს გააკეთა განცხადება რომ შესაძლოა “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს.