პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გიზო ბოჭორიშვილის სავარაუდო მკვლელი ქართველია.
როგორც ”პრაიმტაიმს” გარდაცვლილის მეუღლემ თეა კვარაცხელიამ, განუცხადა ეჭვმიტანილი თერჯოლის რაიონის მკვიდრია.
”ისინი სასტუმროში ერთად ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამი ღამით მიეპარა და მოკლა” – ამბობს მოკლულის მეუღლე.
გიზო ბოჭორიშვილი ამ დროისთვის პოლონეთის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლონეთში საქართველოს საელჩო.
ვარშავაში მოკლული ქართველის გადმოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

