გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა

გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადაგორში ორმა თანაკლასელმა თვითმკვლელობა სცადა.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ გორის ცენტრალურ უბანში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთმა არასრულწლოვანმა ვენები გადაიჭრა, მეორემ კი თავის ჩამოხრჩობა სცადა. 16 წლის გოგონა და ვაჟი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან შეყვანილი. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობით დაიწყო.