გუბაზ სანიკიძე: „გპირდები, დაგამხობთ რევოლუციით… გახსოვდეს, ბატონო ბიძინა, არც ჯარია შენს მხარეს და არც – პოლიცია“

გუბაზ სანიკიძე: „გპირდები, დაგამხობთ რევოლუციით... გახსოვდეს, ბატონო ბიძინა, არც ჯარია შენს მხარეს და არც - პოლიცია“„საქართველოს ისტორია ბიძინათი დამთავრდეს… ამისთანა ჩამორჩენილი ეპილოგი არ ეკადრება ქვეყანა – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტვ კავკასიის ეთერში განაცხადა, მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული მოახლოებულია და ეს მოთხოვნა თავად ხალხშია.„საქართველოს ისტორია არი დიდი პიესასავით, დრამატული პიესასავით… ახლა ამნაირი ჩამორჩენილი ეპილოგი, რომ ბიძინაზე დამთავრდეს, არ ეკადრება ამ ქვეყანას. როგორ ახლა, ფარნავაზით დაიწყო და ბიძინათი დამთავრდება? არ იქნება ასე…

ბატონო ბიძინა, მე გეტყვი სიმართლეს. ხო იცი სიმართლე სად ითქმება? – პანაშვიდზე. ხოდა, სადაც მივედი, თქვენ გაშვებაზე ხალხი შეთანხმებულია, ახლა მათი საფიქრალი ისაა, მიშა რო დაბრუნდება რა იქნება..“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანა „კავკასიის“ ეთერში დავით აქუბარდიასთან.

2020 წელს არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს რევოლუციიურ სცენარს უწინასწარმეტყველებს.

„ამ კაცს ავიწყდება, რომ ქართველები არიან ამბოხების ხალხი და ეს ხალხი მიადგება მალე. კიდე თუ გააყალბებთ, მე გპირდებით-დაგამხობთ რევოლუციით. მაგ პერიოდისთვის ოპოზიციას თავი ექნება მოყრილი უკვე და ამოგადგებით იქ. გახსოვდეს ბატონო ბიძინა, შენი გულისთვის პოლიცია თოფს კი არა, ქვას არ ესვრის ხალხს … არაფერზე არ დგახარ. არც ჯარია შენ მხარეს და არც პოლიცია…“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას.

ნიუპოსტი