ჰენრი რაიდერ ჰაგარდი – მონტესუმას ასული

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი - მონტესუმას ასული“მე მიყვარს კითხვა” – 5 თებერვლიდან გაზეთ “ახალ თაობასთან” ერთად იყიდება ამ სერიის წიგნი – ჰენრი რაიდერ ჰაგარდის ” მონტესუმას ასული”.

ფასი გაზეთთან ერთად 8 ლარი.

მსოფლიო ლიტერატურამ “მონტესუმას ასული” აღიარა როგორც საუკეთესო ისტორიული რომანი, რომელიც ოდესმე დაწერილა ისტორიულ-გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის თემაზე. წიგნის შექმნამდე ავტორმა იმოგზაურა მექსიკაში, რათა თავად ეგრძნო ოდესღაც აყვავებული ცივილიზაციის იდუმალება. ამ რეალისტურ რომანში, ინდიელებისა და ესპანელების დაპირისპირების პარალელურად, ვითარდება არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია: მკვეთრად იხატება მშობლის, სამშობლოს, მეუღლისა და შვილების სიყვარულის რაობა.