ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბაიერნთან მატჩის წინ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ლივერპულს შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს:
”გუნდში ყველას კარგად ესმის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ხვალ გამარჯვება, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ითამაშებს. საკუთარ მოედანზე შეცდომები არ უნდა დავუშვათ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.
ლივერპულს დისკვალიფიკაციის გამო ვირჯილ ვან დეიკი ვერ დაეხმარება.