ხმაურიანი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან – მირიან წიკლაური უმრავლესობას ტოვებს

ხმაურიანი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან - მირიან წიკლაური უმრავლესობას ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, მირიან წიკლაურმა დატოვოს. მისი თქმით, უმრავლესობის რიგებს დატოვებს, თუ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება არ მოხდება.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებსაც ჰყვება და ამბობს, რომ პარტიის ლიდერმა იმ დეპუტატებს, რომლებიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერდნენ განმარტებებს სთხოვდა.

„პარასკევს შევხვდი იმ ჯგუფთან ერთად და რა თქმა უნდა არის კიდევ დაგეგმილი შეხვედრა უახლოეს მომავალში. განიცდის იმ რაღაც დაპირისპირებასაც. გულწრფელად განიცდის. ზოგიერთი ტოვებს ამ გუნდის რიგებს, ზოგიერთი რჩება ამ გუნდში. არის თითქოს დარჩენილებს შორისაც რაღაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მეც დავფიქრდები ცხადია. ჯერ ჯერობით მე ვხედავ რესურსს, თუმცა ვნახოთ, შევხედავთ რამდენად ემთხვევა ჩემი აზრები დანარჩენი გუნდის წევრების აზრებს. რამდენად არის შესაძლებელი ჩვენი ერთად მუშაობის გაგრძელდება და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება თუმცა კონსულტაციები გრძელდება,“-განაცხადა მირიან წიკლაურმა.