კილიან მბაპე: ”ფრანგულმა გუნდებმა შიში უნდა დაძლიონ”

კილიან მბაპე: ”ფრანგულმა გუნდებმა შიში უნდა დაძლიონ”პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა რომ ფრანგულმა გუნდებმა ევროპაში თამაშის შიში უნდა დაძლიონ და ეს მხოლოდ პსჟ-ს არ ეხება. მბაპეს აზრით ლიონს შეუძლია ბარსელონას დამარცხება, თუ ისინი ფლიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ მოექცევიან და მოედანზე შიშით არ გამოვლენ:

”დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია და არაფერი გვაშინებს. იმედია ამას ლიონიც გააკეთებს და ჩვენ მათ ვუგულშემატკივრებთ. დროა, რომ ფრანგულმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაში თავიანთი სიტყვა თქვან”–განაცხადა კილიან მბაპემ.