კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქეთი მურუსიძეს 8 წელი მიესაჯა

კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულ ქეთი მურუსიძეს 8 წელი მიესაჯაკლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მოსამართლემ მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა- შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ინტერპრესნიუსი