კოკორინი და მამაევი 8 აპრილამდე ციხეში დარჩებიან

კოკორინი და მამაევი 8 აპრილამდე ციხეში დარჩებიანრუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი 8 აპრილამდე ციხეში დარჩებიან, სანამ სასამართლო მათ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მამაევმა და კოკორინმა 8 ოქტომბერს ჩინოვნიკი და რუსული არხის ოერტეს მძღოლი ცემეს, რის შემდეგაც ისინი რამდენიმე დღეში დააკავა პოლიციამ.

რუსეთში ამ ფაქტის გამო დიდი სკანდალი ატყდა და საზოგადოება ფეხბურთელების სამაგალითოდ დასჯას მოითხოვდა. როგორც ჩანს ასეც მოხდება, თუმცა სასამართლოს ჯერ საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანია. ორივე ფეხბურთელმა თავისი საქციელი მოინანია და დაზარალებულებს ბოდიში მოუხადა.