კრიშტიანო რონალდოს დედას სიმსივნე აღმოაჩნდა

კრიშტიანო რონალდოს დედას დოლორეს ავეიროს სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ ესპანური გაზეთი Marca იუწყება. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია თვითონ რონალდოს, რომელიც ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

კრიშტიანოს მამა 2008 წელს გარდაეცვალა, ხოლო დედასთან მას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვს და მასზე ის ხშირად საუბრობს ინტერვიუებში. შესაძლოა უახლოეს დღეებში რონალდო პორტუგალიაში გადაფრინდეს და იუვენტუსის შეხვედრა გამოტოვოს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი