ლადო ბედუკაძე თენგიზ ნაზღაიძემ ცემა

ლადო ბედუკაძე თენგიზ ნაზღაიძემ ცემაციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, ფიზიკურად ყოფილი პატიმარი 35 წლის თენგიზ ნაზღაიძე გაუსწორდა.

როგორც ირკვევა, ნაზღაიძე იმ ციხეში იხდიდა, სასჯელს, სადაც ლადო ბედუკაძე ზედამხედველად მუშაობდა.

თენგიზ ნაზღაიძე ამ წუთებში პოლიციაში იკითხება, თუმცა მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ციხის კადრების ავტორს თავს დღეს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნიუპოსტი