“მე გასწავლი, როგორ უნდა კოლეგების მოსმენა” – ლევან გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილს ისევ ეჩხუბა

"მე გასწავლი, როგორ უნდა კოლეგების მოსმენა" - ლევან გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილს ისევ ეჩხუბასაღამოს 9 საათზე დაწყებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურით წარიმართა. ერთმანეთს ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე ანრი იხანაშვილი დაუპირისპირდნენ.

ხმაური კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თავმჯდომარეს არა არჩეული, არამედ დანიშნული უწოდა და კომიტეტის წევრების მოსმენისკენ მოუწოდა.

“შენ ხარ დანიშნული თავმჯდომარე და კარგად იცი ვის მიერაც, კეთილი ინებე და მოგვისმინე, რადგან ჩვენ გასწავლით და შენ ვერ გვასწავლი. მე გასწავლი როგორ უნდა კოლეგების მოსმენა და პოლიტიკის კეთება”, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილს.

აღნიშნულმა განცხადებამ დეპუტათა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და მას წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

“დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ შენს კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე”, – ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს.

ოხანაშვილის განცხადებით, ეს არის იმ დეპუტათა შეურაცხყოფა, რომლებმაც კომიტეტის თავმჯდომარის არჩევაში მიიღეს მონაწილეობა და რომლებიც აქტიურად ეწევიან საკანონმდებლო საქმიანობას.

“დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ შენს კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე. ეს არის ყველა იმ დეპუტატის შეურაცხყოფა, რომელმაც ხმა მომცა. შენ მე ვერაფერს მასწავლი!”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გოგიჩაიშვილი და ოხანაშვილი ერთმანეთს შუადღეზე გამართულ სხდომაზეც დაუპირისპირდნენ.

იპნ