მერაბ კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო – რას ამბობენ ექსპერტები

მერაბ კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო - რას ამბობენ ექსპერტები4 თებერვალს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

სხდომაზე სასამართლომ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ემზარ გავაშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო.

შსს-ს საექსპერტო ბიუროს ექსერტმა ირაკლი სარდაძემ ასევე განაცხადა, რომ კვირიკაშვილს შეჯახების თავიდან აცილება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეეძლო.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად  მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

მომავალი სასამართლო პროცესი 22 თებერვალს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

პრაიმ ტაიმი