მესიმ შესაძლოა რეალთან არ ითამაშოს

მესიმ შესაძლოა რეალთან არ ითამაშოსლიონელ მესიმ ვალენსიასთან შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო და ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ოთხშაბათს ბარსელონა საკუთარ მინდორზე რეალს მიიღებს სამეფო თასის ნახევარფინალში და შესაძლოა მესიმ ეს თამაში გამოტოვოს. მესის მცირე ტრავმა აქვს და ეს ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა უსაფრთხოების მიზნით შეიძლება მან მაინც დაისვენოს.

ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მესი წლევანდელ სეზონს ძალიან კარგად ატარებს და მას უკვე 29 გატანილი გოლი დაუგროვდა.