მივიდა უცებ, მოკიდა ხელი და ჩაკოცნა” – ქუთაისში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის უცხოელი დააკავეს

მივიდა უცებ, მოკიდა ხელი და ჩაკოცნა" - ქუთაისში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის უცხოელი დააკავესქუთაისში პირველ სკოლასთან არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაკავებული 60 წლამდე მამაკაცი, უცხოელი, სავარაუდოდ, თურქია. ისინი აცხადებენ, რომ მამაკაცი ტერიტორიაზე ხშირად ჩნდებოდა და ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს საეჭვოდ აკვირდებოდა. დღეს კი, მათივე თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად შეეხო.

„მოცეკვავე გოგონებს მიჩერებოდა სტეკლოზე. მერე მე გავაფრთხილე მშობლები, აქ შვილი ყავს, რომ ვუთხარი გამოეკიდა, გააგდო. მის მერე ორჯერ მოვიდა კიდე. თურქიაო თქვეს მაშინაც… მოაჯირზე იყო იქ და უყურა, უყურა ამ პიროვნებამ, რაღაც სახე არანორმალურად შეეცვალა, მივიდა უცებ, მოკიდა ხელი და ჩაკოცნა და ჩაკოცნა. მე ამიტანა ნერვებმა, მოვკიდე ბეჭში ხელი და ვისროლე…“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ნიუპოსტი