მოსამართლე ნარიმანიშვილმა, რომელმაც კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს გამოიხსნა იპოთეკით დატვირთული ქონება

მოსამართლე ნარიმანიშვილმა, რომელმაც კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს გამოიხსნა იპოთეკით დატვირთული ქონებაგურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით ნარიმანიშვილმა, რომელმაც პოლიციის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურ მდივანს, დავით კირკიტაძეს 20-ში წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმავე დღეს გამოიხსნა უძრავი ქონება, რომელიც მანამდე იპოთეკით ჰქონდა დატვირთული.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით ნარიმანიშვილმა, პირადი ნომრით 47001003220, დავით კირკიტაძის დაკავების დღეს, 17 დეკემბერს, საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა იპოთეკის მოხსნის თაობაზე, უძრავ ნივთზე, რომელიც თბილისში, მ. უორდროპის 1 ჩიხის 7 ნომერში მდებარეობს.

საჯარო რეესტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დავით ნარიმანიშვილის განცხადების რეგისტრაცია იპოთეკის მოხსნის თაობაზე, გასული წლის 20 დეკემბერს, 13 საათსა და 25 წუთზე დასრულდა.

ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენი დროის ახალ მურუსიძეს, დავით ნარიმანიშვილს, უძრავ ნივთზე იპოთეკა ზუსტად 20 დეკემბერს, დავით კირკიტაძისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დღეს მოეხსნა.

რატომ გაუჩნდა გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს ფული და სურვილი, იპოთეკაზე მოხსნის განცხადება დავით კირკიტაძის დაკავების დღეს (17 დეკემბერს) დაეწერა, რომელიც 20 დეკემბერს (დავით კირკიტაძის ციხეში გაშვების დღეს) დაკმაყოფილდა და არის თუ არა, ეს შემთხვევითობა, ამის შესახებ, მოსამართლის მყარ არგუმენტებს დაველოდებით.

სამწუხაროდ, ნარიმანიშვილი, 12 თებერვლის შემდეგ მედიისათვის „გასულია მომსახურების ზონიდან“.

მან, გუშინ, დავით კირკიტაძეს კიდევ ერთხელ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ყოველგვარი იურიდიული საფუძვლების გარეშე, რითაც პოლიტიკური და იქნებ მერკანტილური გადაწყვეტილებაც მიიღო.

P.S: იმის გათვალისწინებით რომ დავით ნარიმანიშვილი სხვაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენ საჯარო რეესტრში მითითებული პირადი ნომერი ერთიან საარჩევნო სიაში გადავამოწმეთ და დავრწმუნდით, რომ უძრავ ნივთზე იპოთაკის მოხსნის თაობაზე განცხადება 2018 წლის 17 დეკემბერს (დავით კირკიტაძის დაკავების დღე) ნამდვილად გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ დაწერა, რომლის რეგისტრაცია 2018 წლის 20 დეკემბერს (დავით კირკიტაძისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დღე) დასრულდა.

პრესა.ჯი