„ფსიქოფატი მოსამართლე“- ეკა ბესელია დიმიტრი გვრიტიშვილზე

„ფსიქოფატი მოსამართლე“- ეკა ბესელია დიმიტრი გვრიტიშვილზე„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს ფსიქოფატს უწოდებს.

მისი თქმით, “ასეთი ფსიქოტიპის მოსამართლის ხელში ჩვენი მოქალაქეების ყოფნა სახიფათო მგონია“.

„ამგვარი ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, მოსამართლედ იწოდებიან და ეს არის ნამდვილად კრახი მთელი ამ პროცესის, არ იყვნენ მართლმსაჯულების მანტიის ქვეშ, რადგან სახიფათო იქნება ჩვენი მოქალაქეების საქმე განსაჯოს ასეთმა ადამიანებმა. ამაზე უარესი რა შეიძლება წარმოიდგინო, ვიდრე ეს ფორმა და მეთოდია?! ამაზე უარესი თუ რამე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინო არის ასეთი ფსიქოტიპის ადამიანი. სახიფათო მგონია ჩვენი მოქალაქეები ასეთი მოსამართლის ხელში. ეს არის ის რეალობა, რომელიც იოლად ხსნის რისთვისაც ახლა ჩვენ ვიბრძვით. გული მწყდება, რომ რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, თავად ამ მოსამართლეებმა აბსოლუტურად წყალში ჩაყარეს და ხაზი გადაუსვეს ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლე ამ როლიდან მოლაპარაკე პრაქტიკულად ამბობს, რომ ის არის ისევ იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომლიდანაც მოდის. ეს არის მძიმე რეალობა, რასაც საზოგადოება უყურებს. ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს ვითარება, ეს არის ჩემი პოზიცია. უნდა შეჩერდეს უვადოდ დანიშვნები, უნდა შეწყდეს ამ ადამიანებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა და მათთან ერთად არ შეიძლება კანონპროექტები იწერებოდეს, ეს არის წარმოუდგენელი “,- განაცხადა ბესელიამ.