პოლონეთში სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს ბინების ძარცვაში ადანაშაულებს.
დამნაშავეები საპატრულო ეკიპაჟმა ავტომობილით გადაადგილებისას გააჩერა, ჩხრეკის შედეგად კი მოპარული ფული და ძვირფასეულობა ამოიღეს.
დაკავებულების ასაკი 29-დან 43 წლამდეა, მათ ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

