პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს, შეხვდა

პარიზში ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჯიტ მაკრონს შეხვდა.

ამის შესახებ პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე წერია:

“შეხვედრა საფრანგეთის პირველ ლედისთან. ქალბატონი მაკრონი ელისეს სასახლეში გვმასპინძლობს. 🇬🇪🇫🇷

⁩Enchantée”

ფეისბუქში შეხვედრის ფოტომასალაცაა განთავსებული.

ინფორმაციას ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითად მოწონების კომენტარებია, იშვიათად – კრიტიკული.

“როგორ მახარებს ჩვენი პრეზიდენტის ყოველი ვიზიტი.. რადგან ეს საქართველოს საკეთილდღეოდ გადადგმული ახალი ნაბიჯია.. წარმატებები ქალბატონო პრეზიდენტო 💖💖💖💖”

“რას ბოდიალობთ რა ახარებთ ამხალხს ყოველდღიური კატასტროფული ფასები..თუ საკუთარ კურორტებზე ტელევიზორიდან ყურებით რო დატკბებით”

“ლამაზი, ელეგანტური, ჭკვიანი და ა.შ. ❤❤❤❤”

“ანათებს სალომე 😍😍😍” – წერენ ფეისბუქში.