115-კაციანი უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე – კიდევე რთი დეპუტატის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, „ქართული ცონება“ ¾-იან საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.
საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა, მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება შესაძლოა ასევე გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთონ. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ გუნდს გაემიჯნონ ნუკრი ქანთრია და ზაზა პაპუაშვილიც.
იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა ამ ორმა დეპუტატმაც დატოვა, „ქართულ ოცნებას“ 111 დეპუტატიდ არჩება, კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან სულ მცირე 113დეპუტატის ხმაა საჭირო.

