“ქართული ოცნება” შესაძლოა ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვოს

"ქართული ოცნება" შესაძლოა ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვოსგავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. „ქართული ოცნების“ რიგებიდან გამოსვლას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გეგმავს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ის სავარაუდოდ დღეს გააკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია არ უარყო „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ:

“მე მის გონივრულ პოზიციებში და გონივრულ არჩევანში ეჭვი არ მეპარება, ამიტომ დაველოდოთ. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და უმრავლესობას დატოვებს, რა თქმა უნდა მე მას განვიხილავ როგორც თანამოაზრეს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ. ბესელიას თქმით, მის გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან კონსულტაციებს განაგრძობს და არ გამორიცხავს რომ მსგავსი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” სხვა წევრებმაც მიიღონ.