„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ისინი აპირებენ ყურადღება გაამახვილონ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის და შეუთავსებელია საზოგადოების მოთხოვნასთან.

ასევე ყურადღებას გაამახვილებენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ამოცანაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური შტურმი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც სჭირდება რეაგირება, მიზანი რაც არის ამ შტურმის, არის, ალბათ, ცხადი – მიზანი არის პოლიტიკური რევანში, რასაც ესწრაფვის მთავარი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დგას ამ პოლიტიკური შტურმის უკან,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.