სამართალდამცველებმა ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალური სერვისების” ყოფილი ხელმძღვანელი, პროკურატურში დაკითხვიდან სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მას ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გამოვლენილი დარღვევების გამო ედავებიან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ააიპ ,,სპეციალური სერვისების’’ დირექტორ გ.გ.-ს მიერ, ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას გაიფლანგა დიდი ოდენობით თანხა, 250.086 ლარის ოდენობით. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ.გ.-ს ხელმძღვანელობით ააიპ „სპეციალური სერვისების“ მიერ სამუშაოები შესრულებულია პროექტის გარეშე, უხარისხოდ და საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი. გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”-განაცხადეს უწყებაში.
პირველი

