რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა” თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება, ჩვენც დავეხმარებით – კობახიძე

რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა" თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს საზოგადოება საკადრის პასუხს და თუ დახმარება დასჭირდება, ჩვენც დავეხმარებით - კობახიძე“თავის წამოწევის” მცდელობა – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ლიეჟში გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეხვედრაზე მომხდარი დაპირისპირება სწორედ იმის დასტური იყო, რომ საზოგადოება არ მისცემს “ნაციონალურ მოძრაობას” „თავის წამოწევის“ უფლებას.

“რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემ საზოგადოება საკადრის პასუხს თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორცვ წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს,“-აცხადებს კობახიძე.

კითხვაზე, რატომ სჭირდება “ქართულ ოცნებას” პრევენციული ღონისძიებები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობის მიმართ და ხომ არ ეშინია მმართველ გუნდს ოპოზიციის, კობახიძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნება” არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიში არ აქვს.