სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა არის ივანიშვილის სურვილი – ხატია დეკანოიძე

სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა არის ივანიშვილის სურვილი - ხატია დეკანოიძე”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენრის ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმის განთავსების საკითხის კომენტიებისას აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა არის ოლიგარქ ივანიშვილის სურვილი და ის მოისურვებს, ყველა სიმბოლური დანიშნულების მქონე შენობა მის პირად საკუთრებაში მოექცევა.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა ქვეყანაში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი არ იქნება არც ფუნქციურად და არც სიმბოლურად თუ ეს ივანიშვილს არ უნდა. ასევე, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და სიმბოლური დანიშნულების შენობა შეიძლება გადაიქცეს და მოექცეს მის პირად საკუთრებაში, თუ ეს ივანიშვილს უნდა. ამიტომ, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა არის ჩვეულებრივ, ოლიგარქის პირადი სურვილი, უნდა იქნება, არ უნდა არ იქნება. ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ბიუჯეტის სახსრები იხარჯებოდა ავლაბრის რეზიდენციაზე და ახლა გამოდის, რომ თუ კულტურის მუზეუმი იქნება, იგივე ბიუჯეტის ხარჯები იქნება დახარჯული და ასევე გაცილებით იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.