სი­მონ ჯა­ნა­შია: “გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე დღემ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრო­ლია”

სი­მონ ჯა­ნა­შია: "გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე დღემ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტრო­ლია"ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში “ახა­ლი სკო­ლის” მო­დე­ლი­რე­ბა და­ი­ნერ­გე­ბა. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, 2020 წლი­დან იც­ვლე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დებ­ზე ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი საგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მატ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა”, თუმ­ცა, აქ­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 2020 წლი­დან უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­სა­ღე­ბი ქუ­ლე­ბის ბა­რი­ერს თვი­თონ და­ა­წე­სე­ბენ.

რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს, და­იკ­ლებს თუ არა კო­რუფ­ცი­ის დო­ნე ახა­ლი მო­დე­ლის და­ნერ­გვის შემ­დეგ და რა კავ­ში­რი აქვს პო­ლი­ტი­კას გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან? – ამა­ზე ვრცლად “ახალ თა­ო­ბას­თან” ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კით­ხებ­ში სი­მონ ჯა­ნა­შია სა­უბ­რობს.

– ბა­ტო­ნო სი­მონ, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია მი­ნის­ტრის არ­გუ­მენ­ტი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ “სკო­ლა­ში ბო­ლო დღემ­დე ბავ­შვი უნ­და ეუფ­ლე­ბო­დეს სას­კო­ლო ცოდ­ნას და არ უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დებ­ზე”? სწო­რი ნა­ბი­ჯია სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა?

– სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ნამ­დვი­ლად უშ­ლის ხელს იმას, რომ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ივი­თა­რე­ბენ იმ უნა­რებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით არის დად­გე­ნი­ლი. იმის ნაც­ვლად, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ, ისი­ნი ბო­ლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე-11 და მე-12 კლა­სებ­ში, არი­ან რა­ღა­ცე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც არის მი­სა­ღე­ბი რა­ი­მეს შე­სას­წავ­ლად. ეს იყო პრობ­ლე­მა. ამის გარ­და, კარ­გი სკო­ლე­ბი, კერ­ძო სკო­ლე­ბის ნა­წი­ლი, უარს ამ­ბობ­და პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, იმი­ტომ რომ ამ­ბობ­დნენ, რომ დაკ­ვე­თა მათ ჰქონ­დათ მშობ­ლე­ბის­გან, რომ მათ შვი­ლებს უნ­დო­დათ, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ გა­მოც­დე­ბი და არა ის, რომ დრო და­ხარ­ჯუ­ლი­ყო მათ მრა­ვალ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამი­ტომ ნამ­დვი­ლად სწო­რი იყო გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა. სხვა სა­კით­ხია, რა მოჰ­ყვე­ბა ამას, რა­საც ეს უშ­ლი­და ხელს, ის გან­ვი­თარ­დე­ბა თუ არა, სა­ხელ­მწი­ფო რას გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ დაჩ­ქარ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი.

– სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ნუკ­რი ქან­თა­რია პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რომ შე­მო­ი­ღონ ოქ­როს ატეს­ტა­ტი და ამ ატეს­ტა­ტის მქო­ნე მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უფა­სოდ ჩა­ა­ბა­როს. ეს რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა?

– გა­აჩ­ნია, რა იგუ­ლის­ხმე­ბა ამ ატეს­ტატ­ში და რო­გორ უნ­და აი­ღოს მოს­წავ­ლემ. თუ აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს იყ­ვნენ ოქ­როს მე­და­ლოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს­ში აბა­რებ­დნენ, მა­შინ უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ ის, რაც ხდე­ბო­და საბ­ჭო­თა სკო­ლებ­ში. მას სთა­ვა­ზობ­დნენ რა­ღაც სარ­გებ­ლის მი­ცე­მას ამ პრო­ცეს­ში, კო­რუფ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ან სხვა. შეზ­ღუ­დუ­ლი იყო რა­ო­დე­ნო­ბა. ეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იზ­ღუ­დე­ბა, რამ­დე­ნი ად­გი­ლიც არის უმაღ­ლეს­ში. იზ­ღუ­დე­ბა იმ ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც შე­უძ­ლია, აი­ღოს ატეს­ტა­ტი და ეს იწ­ვევს იმას, რომ სკო­ლებ­ში იწ­ყე­ბა კონ­კუ­რენ­ცია მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, რაც ხელს უშ­ლის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რომ შემ­დგომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში და ა.შ. ასე რომ, ასე მარ­ტი­ვი არ არის. ოქ­როს მე­და­ლი ახ­ლაც არ­სე­ბობს. რა­ღაც ახ­ლის გა­მო­გო­ნე­ბა არ არის სა­ჭი­რო. უბ­რა­ლოდ, ამ მე­დალს არ აქვს სიმ­ბო­ლუ­რის გარ­და, არა­ნა­ი­რი ფუნ­ქცია და სწო­რიც არის. სხვა სა­კით­ხია, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ა­წე­სე­ბენ თუ არა რა­ი­მე კრი­ტე­რი­უ­მებს. თუ მე მა­ინ­ტე­რე­სებს, მოს­წავ­ლე არის თუ არა წარ­ჩი­ნე­ბულ­თა შო­რის, ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვაგ­ვა­რად შე­იძ­ლე­ბა, ეს პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თოს.

– უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბის შექ­მნა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თვის და რო­გორ გგო­ნი­ათ, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო მი­სი გა­უქ­მე­ბა?

– სა­ვალ­დე­ბუ­ლო 3 გა­მოც­დი­დან: უც­ხო ენა, უნა­რე­ბი ან ქარ­თუ­ლი, არა­ფერს არ წყვეტს. ეს არის, უბ­რა­ლოდ, შე­დე­გი. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ შე­ჯიბ­რე­ბა გა­ი­მარ­თოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დის ფარ­გლებ­ში. ამი­ტომ ზო­გა­დად სა­ვალ­დე­ბუ­ლო რომ აღარ არის, რომ ოთ­ხი ან სა­მი ჩა­ა­ბა­რონ, ეს სი­ახ­ლე უკე­თე­სო­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი, იმი­ტომ რომ 3 გა­მოც­დაც კი, რომ­ლე­ბიც არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ჩვენ გა­მოვ­ცა­დეთ უკ­ვე. 10 წლის წინ ზუს­ტად ეგ სის­ტე­მა იყო, რო­დე­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დებს აბა­რებ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მა­ში­ნაც ხელს უშ­ლი­და ეს გა­მოც­დე­ბი სკო­ლებს, იმი­ტომ რომ მა­ში­ნაც ბო­ლო კლა­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამას ეთ­მო­ბო­და, რომ გა­მოც­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი. უნა­რე­ბი თა­ვის­თა­ვად არა­ფერს არ ამოწ­მებს, არც იმას ამოწ­მებს, თუ მოს­წავ­ლემ რა გა­ა­კე­თა სკო­ლა­ში სწავ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არც იმას ამოწ­მებს, ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი მზად არის თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის. ეს, უბ­რა­ლოდ, აჩ­ვე­ნებს იმას, ამ ტეს­ტზე ვის უფ­რო მა­ღა­ლი ქუ­ლა აქვს და ამ შე­ჯიბ­რე­ბა­ში ვინ იმარ­ჯვებს იმ კონ­კრე­ტულ დღეს. სხვა დღეს რომ ჩა­ა­ბა­როს ამ ადა­მი­ან­მა, შე­იძ­ლე­ბა, სხვა ქუ­ლაც მი­ი­ღოს.

– მი­ნის­ტრმა გა­ნაც­ხა­და, რომ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აბ­სო­ლუ­ტურ კო­რუფ­ცი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, რად­გან “ჩრდი­ლო­ვან გა­ნათ­ლე­ბა­ში მი­ე­დი­ნე­ბა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რი”. გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი რე­ფორ­მა კო­რუფ­ცი­ის რის­კებს შე­ამ­ცი­რებს?

– რე­პე­ტი­ტო­რო­ბა არის კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და რე­პე­ტი­ტო­რო­ბა გა­ი­ზარ­და მა­შინ, რო­დე­საც გა­ი­ზარ­და გა­მოც­დე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რა­ო­დე­ნო­ბა. ჯერ გა­ი­ზარ­და მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე 2009 წელს, გახ­და 4 სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მე­რე 2010 წელს და­ე­მა­ტა კი­დევ 8 გა­მოც­და. ამ გა­მოც­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა კი შე­ამ­ცი­რებს პირ­და­პირ მოთ­ხოვ­ნას რე­პე­ტი­ტო­რებ­ზე, თუმ­ცა არ ამ­ცი­რებს და­ბალ კლა­სებ­ში მოთ­ხოვ­ნას რე­პე­ტი­ტო­რებ­ზე, იქ, სა­დაც ხა­რის­ხის პრობ­ლე­მის გა­მო მი­დი­ან რე­პე­ტი­ტო­რებ­თან და არა იმის გა­მო, რომ შე­ჯიბ­რე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს პრობ­ლე­მე­ბი რჩე­ბა, მაგ­რამ კო­რუფ­ცი­ას შე­ამ­ცი­რებს.

– რაც შე­ე­ხე­ბა ზუგ­დი­დის მე-6 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ ია კერ­ზა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას, თქვე­ნი აზ­რით, დგას ამის გა­მო მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა?

– გა­დად­გე­ბა თუ არ გა­დად­გე­ბა, ეს არ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ეკის­რე­ბა იმა­ზე, რაც მოხ­და. ვი­საც უმუ­შა­ვია სა­მი­ნის­ტრო­ში ან სკო­ლა­ში, არ უკ­ვირს სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ. მე რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი სა­მი­ნის­ტრო­ში, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო უსაფ­რთხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც კი იყო ხოლ­მე ჩა­რე­უ­ლი ასეთ სა­კით­ხებ­ში და მე მქო­ნია მი­ნის­ტრებ­თან სა­უ­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ რა ვქნათ ჩვენ, ვე­რა­ფერს ვერ ვი­ზამთ, ამას აკონ­ტრო­ლე­ბენ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბიო. ასე რომ, ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და აღარ სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლა იმის­თვის, რომ სის­ტე­მა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბის­გან. ფაქ­ტი ის, არის, რომ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მოს­თხო­ვეს დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო არ და­თან­ხმდა. სხვა სა­კით­ხია, ამის შემ­დეგ კი­დევ ერ­თხელ მო­ით­ხო­ვა მი­სი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა თუ არა.

ლელა მდივანი; „ახალი თაობა“