რამდენიმე წუთის წინ, როგორც ცნობილი ხდება, სუს-მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი, ზაქარია ქინქლაძე დააკავა. ქინქლაძე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თნამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში კი, რომელიც ახმეტაში მდებარეობს, ჩხრეკა მიმდინარეობს.
„ნიუპოსტი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ქინქლაძის დაკავება დაადასტურეს და განმარტეს, რომ მომხდარის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

