თამარაშვილზე მამაკაცი დაჭრეს – ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში

თამარაშვილზე მამაკაცი დაჭრეს - ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრშითამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი სროლის შედეგად დაიჭრა და ის იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.

მათივე ინფორმაციით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში მყოფებს მამაკაცმა, რომლის მისამართითაც ისროდნენ, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ უკვე ამოიღეს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.